რას ამბობენ ჩვენზე

საკემატა აკადემიასთან ჩემი პირველი შეხება საკემატა ფიტნესში, გლდანის ფილიალში დაიწყო. სწორედ იქ შექმნილმა გარემომ დიდი მოტივაცია მომცა განვითარებისათვის, დროთა განმავლობაში გამიჩნდა სურვილი ამ სფეროში უფრო ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიმეღო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აკადემიის კურსზე სწავლა. კურსის დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა ფიტნეს ტრენერად და დღემდე აქტიურად ვმუშაობ ამ სფეროში. მე ახლა საკემატას დიდი ოჯახის წევრი ვარ და სწორედ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მეხმარება დღემდე ყოველდღიურ საქმიანობაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კურსის განმავლობაში არსებული მეგობრული, კომფორტული და ჯანსაღი გარემო, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდიდა. აკადემიაში ნამდვილად იგრძნობა, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას დიდი ყურადღება ექცევა. დიდი რეკომენდაცია ჩემგან.